საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატებს მიმართავს

7 თებერვალი 2014

პატივცემულო ადვოკატებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა  მთავრობასთან ერთად  ჩაიდინა  უმსგავსო  საქციელი და მოწმედ დაბარებული  პირის  მხოლოდ  სასამართლოში  დაკითხვა, 2015 წლის 31 დეკემბრამდე, 2 წლით  გადაავადა.

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ვიწყებ  კამპანიას იმ პირების სამოქალაქო საზოგადოების  მტრებად  გამოცხადების შესახებ,  რომლებმაც ქვეყანაში  კიდევ  ორი წლით დააკანონეს სამართალდამცავ ორგანოებში  მოწმედ დაბარებული  მოქალაქეების  წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა.

პატივცემულო  ადვოკატებო,  გთხოვთ     სამართალდამცავ ორგანოებში  მოწმედ დაბარებულ  მოქალაქეებზე განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლის  შესახებ  მაცნობოთ დაუყოვნებლივ.

პატივისცემით,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზაზა ხატიაშვილი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი